დარაქოვის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს
04-10-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე დირექტორმა, ალისა აბაჯიანმა მიულოცა და წარმატება უსურვა. აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
დიდი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომლებსაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს