იმერის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებულები და აქტიური მკითხველები დაჯილდოვდნენ
04-10-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. 

იმერის საჯარო სკოლაში, პედაგოგ ზურაბ ვანაძის ორგანიზებით, ჩამოყალიბებულია მკითხველთა კლუბი, რომელშიც გაერთიანებულია სკოლის ყველა მოსწავლე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მკითხველთა შორის, წელიწადში ორჯერ, ტარდება კონკურსი, იმარჯვებენ ის მოსწავლეები, რომლებსაც ყველაზე მეტი წიგნი აქვთ წაკითხული და შემდეგ, შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ჩაბარებული აქვთ მასწავლებლისთვის. 

სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ლაბორატორიის გახსნის ღონისძიება, რომლის დასასრულს მასწავლებელმა, ზურაბ ვანაძემ ​დაასახელა ინტელექტუალური კონკურსის - „საუკეთესო მკითხველის“ სამი გამარჯვებული და ასევე, აქტიური მკითხველები.

გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და წამახალისებელი ფასიანი საჩუქრები.

პროექტის მიზანია მოსწავლეებში წიგნის კითხვის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203