ქუთაისის N38 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნინი თავხელიძე კომპიუტერით დაჯილდოვდა
04-10-2023

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს - ნინი თავხელიძეს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში კომპიუტერი გადაეცა. 

მოსწავლე, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის დაჯილდოვდა.

ნინი თავხელიძის დამრიგებელი სოფიო ხმელიძე მოსწავლის წარმატებით განსაკუთრებით ამაყობს და მას უსურვებს ისეთივე შემართებით გააგრძელოს სწავლა, როგორც დღემდე. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203