კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
04-10-2023
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სალომე ბაჯიაშვილს, ციცია ჩინჩალაძეს, ნია მურადაშვილს, გივი ღაღეთაშვილს, ჯემუკა ოგანიშვილს, ლუკა ოზგებიშვილს და თორნიკე ჟუჟნიშვილს ლეპტოპები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისათვის, თეთრიწყაროს მერმა - გიორგი წიკლაურმა და რესურსცენტრის უფროსმა - ზურაბ აზარიაშვილმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი, მიზანდასახული და ბეჯითი მოსწავლეები არიან. სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.