„არა ომს!“- კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 
04-10-2023
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლის სამოქალაქო კლუბის - „,თანასწორობია“ წევრებმა, სკოლის თვითმმართველობასთან ერთად,სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პლაკატები დაამზადეს. 

მათი ნამუშევრები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს და ცოდნაც გაიღრმავეს. პლაკატები კი სკოლის ფოიეში გამოფინეს და ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაცია გამართეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203