ილემის საჯარო სკოლაში, სასკოლო სპორტული კვირეულის ფარგლებში, აქტივობები გაიმართა
04-10-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში, სასკოლო სპორტული კვირეულის ფარგლებში, არაერთი სპორტული თამაში გაიმართა, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, კიდევ უფრო დაახლოვდნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში არამხოლოდ მომავალი თაობის განათლებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრებითა და სპორტით დაინტერესებაზეც აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203