ბუთურაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სმარტ-ფილმების საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
04-10-2023

იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად მათ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მოსწავლეები სმარტ-ფილმების საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, პირველად მთიანი აჭარის ისტორიაში, შუახევში სმარტ-ფილმების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი „სინეფოუნ-აჭარა“ ჩატარდა. მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 64 ფილმი გამოიგზავნა, შერჩევის შედეგად კი ფესტივალზე 20 ფილმი წარადგინეს. 

ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდების გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება/განხილვა მოეწყო, გარდა ამისა საუბრები კინოხელოვნებაზეც გაიმართა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული და გრან- პრის მფლობელი ახალგაზრდები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოებულთა შორის იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეები - ელენე მიქელაძე და ლანა დიასამიძე იყვნენ, რომლებსაც სასაჩუქრე ვაუჩერები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მოსწავლეებს ფესტივალში აქტიური მონაწილეობისა და სკოლის წარმოჩენისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203