„მომავლის მეცნიერები“ ვანის N2 საჯარო სკოლიდან
04-10-2023
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე, მათ მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის გაკვეთილები საინტერესო იყოს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებიც უდიდესი მოტივაციით გამოირჩევიან. ამჯერად, მათ თავი ბიოლოგიის გაკვეთილზე გამოიჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სხვადასხვა მოდელიც თავად შექმნეს. 

„როცა ბიოლოგიის გაკვეთილები კეთებით სწავლებაზეა, როცა თავად ვქმნით მოდელებს, ყველა ჩართული და მოტივირებულია...
ბევრი დრო მჭირდება ასეთი ბავშვებისთვის....
არ არის საკმარისი 24 საათი...
ბავშვებთან ყოფნის ბედნიერების გახანგრძლივებაზე ვიოცნებებდი, აღმოჩენებით, კეთებით სწავლებაზე მეტად დავიხარჯებოდი....
მასწავლებლის სიხარული და სევდა. მომავლის მეცნიერები - ბავშვები, რომლებიც შეცვლიან სამყაროს, ტაბიძელები“,- წერს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203