საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში სპორტული კვირეული ჩატარდა
04-10-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში კარგად ესმით, რომ სპორტული ცხოვრება ჯანმრთელობის საწინდარია, შესაბამისად მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციას დირექცია და პედაგოგები მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ამჯერად, საჩინოს N1 საჯარო სკოლაში, სპორტის მასწავლებლების - კახაბერ ფიფიასა და გოჩა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, ჩატარდა სპორტული კვირეული მინი ფეხბურთში. მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს. შეჯიბრში მე-11 კლასის გუნდმა გაიმარჯვა.