ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია განახორციელეს 
04-10-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და მათ საგნების გარდა, კაცთმოყვარეობასა და გულმოწყალებას ასწავლიან.

ტობანიერის საჯარო სკოლის მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლების - შორენა ოჩხიკიძისა და ლენა ფაილაძის ხელმძღვანელობით, საქველმოქმედო ღონისძიება მოაწყვეს.

„აკეთო სიკეთე უფლისგან ბოძებული ნიჭია. სიკეთე ყველაზე დიდი სილამაზეა, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძიენენ, რომ ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევიან.

წლების მანძილზე მათ არაერთი ქველმოქმედება განახორციელეს. ერთ-ერთი მსგავსი ღონისძიება სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებლების - შორენა ოჩხიკიძისა და ლენა ფაილაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა და მშობელთა აქტიური მონაწილეობით სულ ახლახანს განხორციელდა.

„სადამრიგებლო საათის ფარგლებში განსახილველი თემა იყო - „ვისწავლოთ სიკეთით ცხოვრება“. გაიმართა პრეზენტაცია-დისკუსია სიკეთისა და ქველმოქმედების არსის შესახებ ....ბავშვებმა ისაუბრეს რა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს ქველმოქმედებას - სიკეთეს. აღნიშნეს, თუ როგორ შეიძლება მცირედი შესაწირით ადამიანს აგრძნობინო თანადგომა/თანაგრძნობა და თუნდაც ერთი დღით გაულამაზო ცხოვრება, აგრძნობინო, რომ ის მარტო არ არის დედამიწის ზურგზე და მომავლის იმედი ჩაუსახო . გაკვეთილზევე დაიგეგმა საქველმოქმედო ღონისძიება. საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით, საჭირო გახდა მშობელთა კრების მოწვევა. შეგროვდა საჭირო ნივთები და ბავშვებმა მშობლებთან ერთად ერთ-ერთი  მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულეს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203