
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს - ნათია აბულაშვილს, სოფიო ილდიზს და ნათია მამუჩარაშვილს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
მოსწავლეები 2022-2023 სასწავლო წელს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და უსურვებენ, ისეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, როგორც დღემდე.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.