
ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი - „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“.
მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება აფხაზეთისადმი, შექმნეს კედლის გაზეთები, დაამზადეს ბუკლეტები, აფხაზეთის მაკეტი, მოაწყვეს თემასთან დაკავშირებული ნახატების გამოფენა, ასევე საკუთარი შთაბეჭდილებები გადმოსცეს ესესა და ჩანახატის სახით...
პროექტს პედაგოგი დემიზა ნაჭყებია ხელმძღვანელობდა.
„27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე ... ჩვენი მოუშუშებელი ჭრილობა! ჩვენ დავბრუნდებით!“,- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
იხილეთ ფოტოები: