
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის სპორტული კლუბი „ფენიქსი“ ევროპის სასკოლო სპორტის დღის აღნიშვნას შეუერთდა.
23 -29 სექტემბრის ჩათვლით, სკოლაში ჩატარდა ევროპის სპორტის კვირეული სხვადასხვა სპორტულ და ფიზიკური აქტივობებში, მოეწყო დილის გამამხნევებელი ვარჯიშები, შეჯიბრებები.
პირველი დღე ფრენბურთის შეჯიბრს დაეთმო, მეორეს დღეს მინიფეხბურთში მოსინჯეს მოსწავლეებმა ძალები, მესამე დღეს მოზარდებმა კალათბურთი ითამაშეს, მე-4 დღეს კი - მაგიდის ჩოგბურთი, კვირეული დაგვირგვინდა მეხუთე დღეს, მძლეოსნობის ტექნიკური ელემენტების გამოყენებით, სახალისო თამაშებით.
ღონისძიებები მოსწავლეებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგმა - ლალი სალიამ შესთავაზა.
ევროპის სასკოლო სპორტის დღის აღნიშვნის მიზანია, მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა, პედაგოგებისა და მშობლების ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები: