
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მე- 10 კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის მასწავლებლის - ლიანა ბარამიძის ხელმძღვანელობით, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა, ეს დღე, სოფლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს და ხანდაზმულებს განსაკუთრებით გაულამაზეს. მოსწავლეების დახმარებით, მათ შეძლეს დროში მოგზაურობა, სიამაყით გაიხსენეს ახალგაზრდობა და მიღწეული წარმატებები.
დღის გმირებმა, მოკლე მიმოხილვა გააკეთეს ადამიანის ცხოვრების გზის და მოსწავლეებმა, მათგან, კიდევ ერთხელ, ცხოვრებისეული, სასარგებლო რჩევა-დარიგებები მიიღეს.
„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენც დავბერდებით“, - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულმა მოსწავლეებმა, ემოციური, სამახსოვრო და სიკეთით სავსე დღესასწაული მოაწყვეს.
„ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლით ტკბობას ვუსურვებთ ჩვენს ძვირფას წინა თაობას, რომელთა გაკვალულ გზებზე ჩვენ დავიარებით...“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები: