ჭიათურის N2 სკოლის მეოთხეკლასელი - გიორგი ლაშხი კითხვის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია 
04-10-2023

ჭიათურის N2 საჯარო სკოლა მუდამ ზრუნავს მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე, ამ მიზნით კი, სკოლა წიგნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა. 

წიგნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბაზო განათლების პროგრამის ფარგლებში, ჭიათურაში ჩატარდა კონკურსი - „კითხვის 15 წუთი“. მოსწავლეებმა, საგანგებოდ შერჩეული, თავიანთი საყვარელი წიგნები წაიკითხეს.

კონკურსში, მეოთხეკლასელმა, გიორგი ლაშხმა დიდი სიხარულით მიიღო მონაწილეობა. პატარა მკითხველებისთვის მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც მათ ღირსეული ასპარეზობა შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის მონაწილეებს სამახსოვრო ფოტოებიც გადაუღეს. 

შედეგების გათვალისწინებით, გიორგი ლაშხი გამარჯვებულთა რიგებშია. მან ღირსეულად წარმოაჩინა კითხვის უნარი და ის დიდი ინტერესი და სიყვარული, რაც წიგნებთან აკავშირებს.

სკოლაში გიორგის მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„წერა -კითხვისა და წიგნიერების საერთაშორისო დღე - 8 სექტემბერი, ჩვენს ქალაქშიც დიდ დღესასწაულად იქცა. ვულოცავთ, გიორგის ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ, მუდამ გამარჯვება ეზეიმოს! ეს დღე ბიძგის მიმცემია სხვა მოსწავლეებისათვისაც... სასწავლო წლის დაწყებამდე გადადგმული წარმატებული ნაბიჯები კიდევ ერთხელ დაარწმუნებს გიორგის და მის მეგობრებს, რომ ნამდვილად არის „წიგნი ცოდნის წყარო!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203