
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლის მოსწავლე კალია თამარიანი, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მოსწავლეს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, კომპიუტერი გადაეცა.
სკოლაში კალია თამარიანს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო: