ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ შეჯიბრებებში მოპოვებული წარმატებისთვის დასაჩუქრდნენ
04-10-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ. მათ შორის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს მაგიდის ჩოგბურთისა და გეზრბენის შეჯიბრში. 

მოსწავლეთა შორის სპორტული შეჯიბრება სპორტის ორ სახეობაში: მაგიდის ჩოგბურთსა და გეზრბენში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „კონკურსები და ოლიმპიადები“ ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გუნდმა მეორე ადგილის დაკავებისათვის სამინისტროსაგან ფასიანი საჩუქრები მიიღო.

მოსწავლეებს ვაიოს საჯარო სკოლაში საზეიმოდ მიულოცეს. გუნდს სკოლის დირექტორმა, ბადრი შავიშვილმა და პედაგოგებმა შემდგომი წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203