
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლა ავტორიზებულია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ახლახან დასრულდა საჯარო სკოლების ავტორიზაციის საბჭოსთან ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის დირექციის შეხვედრა.
საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ჩვენი ფუძენაკურთხი, ისტორიული, უდიდესი საგანმანათლებლო ტრადიციების მქონე, მუდმივად სიახლეების ავანგარდში მდგომი სკოლის ავტორიზაციას. სკოლა აკმაყოფილებს ყველა იმ პუნქტს, რომლებსაც მოითხოვს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სამომავლოდ არ საჭიროებს მონიტორინგს.
სკოლაში წარმატება ახარებთ. სკოლის დირექტორი ნონა გორგოძე სასიამოვნო ამბავს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
„ვულოცავთ, ჩვენს ერთმუშტად შეკრულ, სკოლის განვითარებაზე ორიენტირებულ, ძლიერ გუნდს, ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებს, მათს მშობლებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას ავტორიზაციის პროცესის პირველივე მცდელობის ასე წარმატებულად დაგვირგვინებას და დიდ მადლობას ვუხდით მათ.
უდიდეს მადლობას ვუხდით ექსპერტთა მხარდამჭერ ჯგუფს, ავტორიზაციის საბჭოს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გვერდით ედგნენ ამ საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანეს პროცესში სკოლას“,- აღნიშნავს ნონა გორგოძე.