
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში 25-დან 29 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა სასკოლო სპორტული კვირეული.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა არაერთი აქტივობა, მათ შორის ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი, კალათბურთისა და ფეხბურთის შეჯიბრებები, მოეწყო სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“
აქტივობებში მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვები შეჯიბრებებში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სპორტული კვირეულის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.
29 სექტემბერს სპორტის სასახლეში, სასკოლო სპორტული კვირეულის ცენტრალური ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ტყიბულის N6 საჯარო სკოლის გუნდმა.
სკოლის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა საქალაქო სპორტულ შეჯიბრებებში ღირსეულად იასპარეზეს.
იხილეთ ფოტოები: