ტყიბულის N6 სკოლის პირველკლასელებს მასწავლებელმა პირველი საანბანო გაკვეთილი დღესასწაულად უქცია
04-10-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყეს. მათ სასწავლო მოტივაციაზე დამრიგებელმა - ნინო რიჟამაძემ იზრუნა. 

საოცრად ლამაზი ფერებით ფანტასტიკურად მორთულმა საკლასო ოთახმა ამაღლებული საზეიმო განწყობა შეუქმნა ტყიბულის N6 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებს. 

პირველ საანბანო გაკვეთილზე პედაგოგმა პატარები ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეახედა, წარმატებები უსურვა და მათ პირველი ასო-ბგერები გააცნო, სადაც „აი ია“ არის თავდაპირველი სიტყვა, რომელიც გვაზიარებს ტკბილ ქართულ ენას, გვაცნობს დახვეწილ ქართულ ანბანს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203