ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს
04-10-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი საქმიანობით გამოირჩევიან. 

სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელ მაია რიჟამაძესთან ერთად, დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ დევიზით - „სუფთა რეგიონი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-7კლასის მოსწავლეებმა სოფლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიისა და მოსახლეობის თავშეყრის ადგილების დასუფთავების სურვილი გამოთქვეს. შერჩეული ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს და სხვებსაც გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს. 

„თვალსაჩინო ადგილას გამოვაკარით მოწოდებები - გარემოს სისუფთავის დაცვისა და “სუფთა რეგიონისთვის“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203