ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნიჯარ მამედოვა და ფინარ ნაბიევა წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
04-10-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები - ნიჯარ მამედოვა და ფინარ ნაბიევა პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი მოსწავლეებს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და უსურვებენ, ისეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, როგორც დღემდე. 

„ვულოცავთ ჩვენს საამაყო გოგონებს ამ წარმატებას!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203