გოდოგანის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
03-10-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი, ახალი შემართებით, დიადი მიზნებითა და ამაღლებული განწყობით დაიწყო. 

სკოლის ადმინისტრაცია, მონატრებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს საზეიმოდ დახვდნენ, მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წინსვლა უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ წარმატებული მოსწავლეები საზეიმოდ დააჯილდოვდნენ, რამაც დღე უფრო დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი გახადა. 

ყვავილებით ხელდამშვენებულმა პირველკლასელებმა კი, სკოლის კარი აციმციმებული თვალებით შეაღეს და სასკოლო ცხოვრებაში, პედაგოგთა დახმარებით, დიდი შემართებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203