ნაბაკევის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეუერთდა
03-10-2023

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპის სპორტულ კვირეულში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

სკოლაში არაერთი საინტერესო სპორტული აქტივობა გაიმართა, მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და ერთმანეთს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს. 

სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სწორედ ამიტომ, მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, ხშირად ერთვებიან სპორტულ პროექტებსა თუ ღონისძიებებში

სპორტული ცხოვრების წახალისება და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება - ამ მოტივით, წარმატებული აქტივობებითა და მოსწავლეთა მაქსიმალური მობილიზაციით, ნაბაკევის საჯარო სკოლა ევროპის სპორტულ კვირეულში სამაგალითოდ მონაწილეობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203