რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ კვირეულს სახალისო სპორტული აქტივობებით შეუერთდნენ
03-10-2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში, სპორტული კვირეულის ფარგლებში, არაერთი სპორტული ღონისძიება გაიმართა. 

აქტივობები სპორტის მასწავლებლის ხელმძღვანელობით მოეწყო და მასში, მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიებებში, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეები „მხიარულ სტარტებში“ ჩაერთნენ, საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და ბევრი იმხიარულეს. 

უფროსკლასელებმა კი სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიიღეს მონაწილეობა და ერთმანეთს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს.  

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203