პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასკოლო სპორტის კვირეულს ხალისით შეუერთდნენ
03-10-2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები ჩატარდა, უმცროსკლასელებისთვის მოეწყო სპორტულ-გასართობი თამაშობები. მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობებში ჩაერთნენ, როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203