გორელოვკის N3 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა სახალისო აქტივობებით დაიწყეს
03-10-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ხალისითა და ინტერესით დაიწყეს.

პედაგოგმა მათ სახალისო აქტივობები შესთავაზა და მათ სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა. პატარებმა ფერადი ყვავილებით შექმნეს ანბანი, კალათა გააფორმეს იებით და წარწერით აი ია.

პირველკლასელებმა ასევე გამოძერწეს ყვავილი და ფრაზა აი ია. გაეცნენ „პერსონაჟებს“ ა-სა და ი-ს.

პატარებს გაკვეთილი ძალიან მოეწონათ, აქტივობები ხალისითა შეასრულეს და ქართული ანბანის სწავლა დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203