წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში სპორტის კვირეული ჩატარდა
03-10-2023

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

სკოლაში, სპორტის მასწავლებლის - ნანა ღვინჯილიას ხელმძღვანელობით, დაიგეგმა და 25-29 სექტემბერს ჩატარდა სპორტის კვირეული. 

პედაგოგმა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები მოაწყო. გაიმართა შეჯიბრი მინიფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და კალათბურთში.

კვირეული დასრულდა სპორტულ-გასართობი ღონისძიებით - „მხიარული სტარტები“. ღონისძიებაში მონაწილეობდა ორი გუნდი: „ქარიშხალა“ და „ქორები“.

აქტივობა „ქარიშხალას“ გამარჯვებით დასრულდა. გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა.

სკოლის დირექცია, მადლობას უხდის კვირეულის ავტორს და თითოეულ მონაწილეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203