უჩხოს საჯარო სკოლაში სპორტის კვირეული გაიმართა
03-10-2023

სპორტი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის საწინდარია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში კარგად ესმით, ამიტომ მოსწავლეებს ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა. სკოლაში სხვადასხვა სპორტული თამაში გაიმართა. მოსწავლეები კვირეულში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

შეჯიბრებებში გამარჯვებული მოსწავლეები კი წახალისდნენ და თასით დაჯილდოვდნენ.  

როგორც აღვნიშნეთ, უჩხოს საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203