აჭყვას საჯარო სკოლაში სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა 
03-10-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ. დირექცია და პედაგოგები ამ მიმართულებით მოსწავლეებს არაერთ აქტივობას თუ ღონისძიებას სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სპორტის პედაგოგების - ვიტალი კუნჭულიასა და ნატო ბერიძის ხელმძღვანელობით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა. 

მოსწავლეები ოლიმპიადაში ხალისით ჩაერთნენ, სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203