ვეტერანი სპორტსმენის - მელანია დოლიძის მოსწავლეებმა მკლავჭიდის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
03-10-2023

ვეტერანი სპორტსმენი მელანია დოლიძე, კვლავ დიდი შემართებითა და დიადი მიზნებით აგრძელებს მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის დანერგვას და ამ მიმართულებით, მათ განვითარებას. 

ამჯერად, მწვრთნელის აღსაზრდელებმა აჭარის თასისთვის იბრძოლეს, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან 150 სპორტსმენი ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი მკლავჭიდში გაიმართა. 

მოსწავლეებმა, ღირსეულად იასპარეზეს, თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და დამსახურებულად, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

მწვრთნელი ამაყია მოსწავლეების მიღწევით და მადლობას უხდის აჭარის მკლავჭიდის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ამ შესაძლებლობისთვის

„წარმატებული და ბედნიერი დღე, როგორც აჭარისთვის, ასევე ჩემი გოგოებისთვის! ბედნიერი წამები მაჩუქეს... ასევე მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მკლავჭიდის ფედერაციას და მის პრეზიდენტს - გოჩა შავაძეს,  რომ ასე ზრუნავს ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებაზე და მის პოპულარიზაციაზე“,- აღნიშნავს მელანია დოლიძე. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203