ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს ღია გაკვეთილი მიეძღვნა
03-10-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებელმა - მარინე დემურაშვილმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საინტერეო ღია გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილზე, პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად, 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრა და ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა უყურეს დოკუმენტურ კადრებს, გაეცნენ ისტორიულ მასალებს და ისაუბრე იმის შესახებ, რომ ეს დღე უახლეს იტორიაში არის ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული.

„ეს არის დღე, რომელიც არასოდეს უნდა მიეცეს დავიწყებას. დაიღუპა უამრავი ადამიანი. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ საქართველოს გაერთიანებისკენ“, - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203