ხონის N2 სკოლის სამოქალაქო კლუბი საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს 
03-10-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ - „ფენიქსის“ წევრები კლიმატის ცვლილებებისასდმი მიძღვნილ კვირეულში საინტერესო აქტივობებით ჩაერთნენ. 

ამჯერად, სკოლაში,  რიგით მეორე აქტივობა მოეწყო, რომლის მიზანიც სასკოლო საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლება გახლდათ. 

კლუბის წევრები დიდი კუხის საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც მოსწავლეებმა ერთობლივად დაამზადეს: პოსტერები, პლაკატები, მოიფიქრეს გზავნილები, სლოგანები. მოსწავლეებმა ასევე, ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს და აღნიშნული თემის ირგვლივ საინტერესო მსჯელობა მოაწყვეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა საინტერესოდ და პროდუქტიულად წარიმართა. დამზადებული რესურსები მოსწავლეებმა სკოლაში გამოფინეს და ამ გზით სასკოლო თემის ინფორმირება შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობები განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203