ბათუმის N20 საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა 
03-10-2023

ბათუმის N20 საჯარო სკოლა, სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ჩაერთო, სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზნით, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სასკოლო სპორტის კვირეულში.

სკოლა შესაბამის საიტზე დარეგისტრირდა და 23 სექტემბრიდან - 29 სექტემბრის ჩათვლით, უკრაინული და ქართული სექტორის სპორტის პედაგოგებმა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები ჩაატარეს. 

კერძოდ:

  • 25 სექტემბერი - სასკოლო სპორტის კვირეულის გახსნა - თამაში ნებისმიერ სახეობაში ან ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი;
  • 26 სექტემბერი - მინი ფეხბურთი ან/და 3X3 კალათბურთი;
  • 27 სექტემბერი - მაგიდის ჩოგბურთი ან/და ბადმინტონი;
  • 28 სექტემბერი - ფრენბურთი ან/და ხელბურთი;
  • 29 სექტემბერი - „მხიარული სტარტები“ - სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნა.

მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებებში ხალისით ჩაერთნენ და ბევრი იაქტიურეს. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის N20 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203