ოდიშის N1 საჯარო სკოლაში, ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა
03-10-2023
ალექსანდრე საჯაიას სახელობის ოდიშის N1 საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.
შესაბამისად, სკოლა ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში სკოლაში, სპორტის მასწავლებლის - მიმოზა ბიგვავას ხელმძღვანელობით, ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, ბევრი იხალისეს და იაქტიურეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს