საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით გაჯერებული სექტემბრის ბოლო კვირა ეშტიის N1 საჯარო სკოლაში
03-10-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის შექმნილია საინტერესო და მრავალფეროვანი გარემო. სექტემბრის ბოლო კვირა სავსე იყო სიახლეებითა და აქტივობებით.

ადმინისტრაციის და სპორტის მასწავლებლების ინიციატივით, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან გაიმართა სპორტული კვირეულის თამაშები.

მოსწავლეები ჩაერთნენ სხვადასხვა თამაშში. მათ შორის „მხიარულ სტარტებსა“, ფრენბურთის შეჯიბრში.

როგორც სკოლის წარმომადგენელი თინა პოღოსიანი გვიყვება, ერთი კვირა ყოველ დილას სასწავლი დღე იწყებოდა საქართველოს ჰიმნითა და ვარჯიშებით.

„თამაშები ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა და მოთამაშეებს შორის ჯანსაღი კონკურენცია იყო“,- დასძენს პედაგოგი. 

ასევე, სკოლაში აღნიშნეს დასუფთავების საერთაშორისო დღე. სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის მასწავლებლის - არტურ ანტონიანის ხელმძღვანელობით, სკოლის მიმდინარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს ბუნების როლი ჩვენს ცხოვრებაში.

ასევე, საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის წევრებმა მოსწავლეებისთვის ჩაატარეს საინფორმაციო გაკვეთილი - სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერი და აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203