თხინვალის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
03-10-2023
15 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა სიხარულითა და დიდი ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. ეროვნული ჰიმნის ფონზე აღიმართა საქართველოს დროშა.
სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას მიულოცა სკოლის დირექტორმა, ნანული ბოლქვაძემ.
სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით ემოციური იყო პირველკლასელებისთვის. მათმა პედაგოგმა ხათუნა სვანიძემ მოსწავლეებს ლამაზად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა და პატარებს ცოდნის ტაძარში პირველი ნაბიჯები დაულოცა. პატარებს გადაეცათ მათი კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები.
სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს