ნახშირღელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
03-10-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყეს. მათ განწყობასა და სასწავლო მოტივაციაზე კლასის ხელმძღვანელმა, მაია ფანჩულიძემ იზრუნა და მოსწავლეებს მეტად საინტერესო გაკვეთილი შესთავაზა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველკლასელებმა, პედაგოგ მაია ფანჩულიძის ხელმძღვანელობით, „ანბანის შემობრძანებას“ ლამაზი გაკვეთილი მიუძღვნეს.

გაკვეთილი „დედაენის ჰიმნის“ ფონზე მიმდინარეობდა. მოსწავლეები გაეცნენ დედაენის შემოქმედის იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას, წარმოთქვეს ლექსები დედაენაზე, ქართულ ანბანზე, გააფერადეს „აი ია“ და სხვა აპლიკაციები. 

გაკვეთილი შემოქმედებითად წარიმართა.

„კეთილი იყოს ფეხი შენი ანბანო ჩვენო...“- ერთხმად ამბობენ პატარები და ანბანეთში მოგზაურობას დიდი ენთუზიაზმით იწყებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203