მუხურის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
03-10-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

მუხურის N1 საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი „ყველაზე ჭკვიანის“ შიდასასკოლო ტურით გახსნა. სწავლასმოწყურებული მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის ამაღლებისკენ არის მიმართული. 

„აღნიშნული აქტივობები ემსახურება მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას სწავლა-განათლების მიმართულებით და სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს დამკვიდრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

გამარჯვებულ გუნდს მასწავლებელმა სამახსოვრო ქების სიგელები გადასცა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203