
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში 1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენეს.
სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა მე-6 კლასის სადამრიგებლო საათი თემაზე - „აფხაზეთი საქართველოა“.
მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპული თანასოფლელის კაპიტან ნუგზარ ბაქრაძის ბიუსტი,რომელიც ამავე სკოლაში დგას, ასევე, წაიკითხეს ლექსები, დახატეს სურათები, შეაგროვეს და ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაციები.
სადამრიგებლო საათს კლასის ხელმძღვანელი ანნა ქავზინაძე ხელმძღვანელობდა.
30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: