დარკვეთის საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მე-6 კლასელებს დამრიგებელმა საზეიმო დახვედრა მოუწყო
03-10-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის სასკოლო გარემო სადღესასწაულოდ მოაწყვეს. მე-6 კლასელებს დამრიგებელმა - ანნა ქავზინაძემ საკლასო ოთახი საზეიმოდ მოურთო, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. პედაგოგმა მოსწავლეები სახალისო აქტივობებში ჩართო, მათ სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და მოწაფეებს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურზე გადასვლა განსაკუთრებულად მიულოცა. 

ბავშვებმა ერთმანეთს არდადეგების შთაბეჭდილებები გაუზიარეს, მათ ასევე პედაგოგთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„ახალი სასწავლო წელი ლამაზად დავიწყეთ, სკოლის წლები, ალბათ ესაა საუკეთესო დრო ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პედაგოგი - ანნა ქავზინაძე ყველა მოსწავლეს კიდევ ერთხელ ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას და თითოეულს წარმატებულ წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203