„ვინ ვარ მე?“​ - კოხტის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლისა და მე-7 კლასის მოსწავლეთა სახალისო სასწავლო პროექტი
03-10-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მეტად საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას ყოველდღიურად ცდილობენ და მოწაფეებს სხვადასხვა სასწავლო მეთოდს, რესურსსა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, ინგლისურის მასწავლებელმა - სოფიო თაბაგარმა, მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად, განახორციელა პროექტი Who am I? (ვინ ვარ მე?).

ბავშვებმა შეავსეს ინფორმაცია საკუთარ თავზე (სახელი და გვარის გარდა) და ჩააკრეს პატარაობის ფოტოები. მასწავლებლებს და მოსწავლეებს კი უნდა ამოეცნოთ ვინ-ვინ იყო.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. ბავშვებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი, ახალი შეიმეცნეს და ეს ყველაფერი დიდი სიამოვნებით გააკეთეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203