გეჯეთის საჯარო სკოლაში, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სახალისო აქტივობები ჩატარდა
03-10-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამიტომ, სკოლა ევროპის სასკოლო სპორტულ კვირეულს აქტიურად შეუერთდა. სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპორტის მასწავლებლის - გრიგოლ ხოშტარიას ხელმძღვანელობით, კვირეულის ფარგლებში გამართულ სპორტულ აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ხალისიანად, ნაყოფიერად გაატარეს.

მათი დევიზი იყო - „ვისწავლოთ გამარჯვება!“

აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203