იაღუფლოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს
02-10-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
პედაგოგები მოსწავლეებს მომზადებულები - დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეეგებნენ. მათ ბავშვებისთვის სასკოლო გარემო საზეიმოდ მორთეს.
სკოლის ეზოში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ ასევე პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და მათ მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო როგორც პედაგოგთა, ასევე მოსწავლეთათვის.
დირექცია და მასწავლებლები ბავშვებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ, მათ წარმატებულ წელს უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს