ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს
02-10-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

დირექცია მშობლებისა და მოსწავლეების წინაშე მისალოცი სიტყვით წარსდგა. გაჟღერდა სასიამოვნო ინფორმაცია, რომ სკოლის  ოცდასამი კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. გარდა ამისა, ორმოცდახუთ წარჩინებულ მოსწავლესა და თვითმმართველობის წევრებს სიგელები გადაეცათ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ცოდნის ტაძრისკენ პირველკლასელები მიიჩქაროდნენ, ისინი ცხოვრების ახალ, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავიდნენ. მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

„ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის ნაყოფიერი. გვჯერა, რომ გაცილებით მეტი წარმატებული მოსწავლე გვეყოლება.
ამასთანავე, აწ უკვე მეთორმეტეკლასელთათვის ბოლო პირველი ზარი დაირეკა. ორივე მათგანს ეს დღე მთელი ცხოვრება ემახსოვრება. წარმატებულ, სასიამოვნო, სახალისო და ნაყოფიერ წელიწადს გისურვებთ ვაზიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203