კვირიკეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა, შორენა სურგულაძემ მონატრებულ მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო
02-10-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. მათ შორის იყო მე-4 კლასის დამრიგებელი შორენა სურგულაძე, რომელმაც მონატრებული მოსწავლეები უდიდესი სიყვარულით მიიღო.

„დავიწყეთ აქტიურად სასწავლო წელი. წარმატებები, ჩემო სიხარულებო“,- წერს დამრიგებელი შორენა სურგულაძე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203