ძიმითის საჯარო სკოლის პედაგოგმა - გიორგი ზამბახიძემ კომპეტენცია მეორე საბუნებისმეტყველო საგანში დაადასტურა
02-10-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის მასწავლებელმა, გიორგი ზამბახიძემ ქიმიის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ახლა უკვე მას კომპეტენცია ორ საბუნებისმეტყველო საგანში  - ქიმიასა და ბიოლოგიაში აქვს დადასტურებული.

სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.​
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203