ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ხუნჯუამ თავისუფალ ჭიდაობაში, რესპუბლიკურ ტურნირზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
02-10-2023

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და შეჯიბრში მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია, სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ხუნჯუა. მან, გოჩა ჩოკორაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირში, თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც ზუგდიდში გაიმართა წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მოსწავლეს 38კგ წონით კატეგორიაში დამსახურებული ოქროს მედალი გადაეცა.

„ვულოცავთ ნიკოლოზს ჩემპიონობას და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ. მრავალჯერ ესახელებინოს ჩვენი სკოლა, ქალაქი და ქვეყანა!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203