
ბათუმის N30 საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულში აქტიურად ჩაერთო.
მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეული 23-29 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა.
კვირეულს სკოლა სპორტული ღონისძიებებით თუ აქტივობებით შეუერთდა. მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, შესაბამისად მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად და ხალისით მონაწილეობენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: