
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა ევროპის სპორტის კვირეულს, რომლის წლევანდელი დევიზია - „ვისწავლოთ გამარჯვება“.
მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეული 25 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა.
სკოლაში კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები და აქტივობები მოეწყო, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლაში სპორტული ცხოვრების მნიშვნელობა კარგად ესმით და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესისი პოპულარიზაციას დიდ ყურადღებას აქცევენ, შესაბამისად მოსწავლეებს მოუწოდეს - „სასკოლო სპორტის კვირეულში უნდა ჩავერთოთ ყველა, რადგან ეს მარტივი, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია!“
ევროპის სპორტის კვირეული არის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროსაბჭოს ოთხი ქვეყნის ჩართულობით ორგანიზებული, მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეული.
ევროპის სპორტის კვირეულის მონაწილეთა 90%, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე საქართველოში არიან სკოლები, მოსწავლეები და პედაგოგები.
სასკოლო სპორტის კვირეული - საქართველოს მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა.
იხილეთ ფოტოები: